logo_geo
ანა დოლიძეს გოგონა შეეძინა
- +

11 მარტი. 2021. 16:45

 

 

 

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერს ანა დოლიძეს მეორე შვილი შეეძინა - ის გოგონას დედა გახდა. ამასთან დაკავშირებით ანა დოლიძემ საკუთარ „ფეისბუქზე“ ლაივ-რეჟიმში ისაუბრა.

 

„მინდა გითხრათ ყველას ძალიან დიდი მადლობა, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ამ ცოტა რთული დღეების განმავლობაში მივიღე.

 

ჩვენ მივდივართ სახლში, უკვე მესამე დღეა. ძალიან დიდი თავგადასავალი გამოვიარეთ მე, პატარა კრავაიმ და ჩემმა ოჯახმა. მქონდა 8-საათიანი მშობიარობა, ექვსი საათი ისე რა და ორი საათი ინტენსიური. იმხელა მხარდაჭერა მქონდა, პირველ რიგში, ჩემი ოჯახისგან და მეუღლისგან, რომ ძალიან მადლიერი ვარ.

 

მადლობელი ვარ კლინიკის, ექიმების… თავგადასავლის დასაწყისი უკავშირდება ძალიან ბევრი ადამიანის სიკეთეს.

 

მე, პირადად, საკმაოდ დაღლილი და ძალიან ბედნიერი მივდივარ სახლში, დროებით, ახალ როლში, ახალი ფიქრებით, ახალი მოსაზრებებით, თუმცა ძალიან მალე დაგიბრუნდებით“ - ამბობს ანა დოლიძე.

 

ცნობისათვის, ანა დოლიძემ 40 წლის ასაკში მესამედ იქორწინა. პოლიტიკოსს ჯვრისწერა ვიწრო წრეში უკვე ჰქონდა, თუმცა წყვილმა ქორწილის გადახდა პანდემიის გამო ვერ მოახერხა. ანა დოლიძე მეორე ნახევრის ვინაობას არ ამხელს და ამბობს, რომ სანამ შეძლებს, დამალავს.

 

 

 

big_banner
არქივი