logo_geo
ნუგზარ სულაშვილი: ადამიანს, რომელსაც საქართველოში მე-4 სტადიის სიმსივნე დაუდგინეს, სრულიად ჯანმრთელია
- +

16 მარტი. 2021. 02:29

 

 

ნუგზარ სულაშვილმა სოციალურ ქსელში წერს:

 

“არა, შეიძლება შეცდე და გამოთქვა ეჭვი, რომ პაციენტს აქვს სიმსივნე, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები გამოსაკვლევად და მაინც სვამ მე-4 სტადიის დიაგნოზს, სასწრაფოდ ნიშნავ ქიმიო თერაპიის კურსს და პაციენტს ახდევინებ რამდენიმე ათას ლარს, სად ჯანდაბაში არის შენი ჰიპოკრატეს ფიცი?

 

დღეს საფრანგეთმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ადამიანი, რომელსაც მე-4 სტადიის სიმსივნე ჰქონდა და ქიმიოთერაპიის კურსი უნდა ჩაეტარებინათ საქართველოში, სავსებით ჯანმრთელია.

 

მე ვთხოვე პაციენტს, ნება მოეცა ჩემთვის ამ თემაზე მომემზადებინა პუბლიკაცია და ის თანახმაა გავასაჯაროვო როგორც მისი, ასევე სამედიცინო დაწესებულების და ექიმის ვინაობა. ასე რომ ახლო მომავალში დეტალურად მოგიყვებით, თუ რამდენი მსგავსი შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული და როგორ კლავენ ცოცხლად, უმძიმესი დიაგნოზით, ჯანმრთელ ადამიანებს საქართველოში“, - წერს ნუგზარ სულაშვილი.

 

big_banner
არქივი