logo_geo
შორენა მარსაგიშვილი: ინგუშებმა პირველ რიგში ქართველები მოიკითხეს...
- +

21 მარტი. 2021. 18:58

 

 

რუსეთ-საქართველოს საზღვართან გაჩერებული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ინგუშების მიერ აღმოჩენილი დახმარების შესახებ ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს.

 

„რუსეთ-საქართველოს საზღვართან, არმისული ლარსის საგუშაგოზე (რუსეთის მხრიდან) სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული. 350 სატვირთო მაინც დგას. მათ საზღვარზე არ ატარებენ. საქართველოს სამხედრო გზაზე ზვავია ჩამოწოლილი და გზაა ჩაკეტილი.

 

ეს სატვირთოები რამდენიმე დღე იდგნენ საზღვართან. მათ დასახმარებლად საკვები პროდუქტებით და სასმელი წლით დატვირთული ინგუშები მივიდნენ. შორიახლოს საველე სამზარეულოს მსგავსიც მოაწყვეს, რომ გაყინული მძღოლებისთვის ცხელი საჭმელი ეჭმიათ.

 

ინგუშებმა პირველ რიგში ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები და შუააზიელები (მათ ხომ არ იცოდნენ ჩვენი და ინგუშების ძმობის ისტორია). ინგუშებს არც ისინი დაუტოვებიათ უყურადღებოდ, მაგრამ ქართველ მძღოლებს განსაკუთრებით პატრონობდნენ. მათთან სურათებს იღებდნენ. სოციალურ ქსელშიც ატვირთეს და ასე წერენ, ჩვენი ძმები ქართველებიო.

 

მიყვარს კეთილი ადამიანები.

 

ჩემი პატივისცემა ძვირფას ინგუშებს...“ - წერს შორენა მარსაგიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი