logo_geo
აკა სინჯიკაშვილი: არ დაგჭირდეთ, თორემ ცეცხლში ჩავდგები ყველა თქვენგანისთვის...
- +

18 აპრილი. 2017. 14:46



 

„ახლა ჩემს სიცოცხლეში ყველაზე სასწაული ამბავი - ქვეყნის პრეზიდენტისგან დღეს მივიღე ყველაფერზე საოცრება ჯილდო - წმინდა ნიკოლოზის პირველი ხარისხის ორდენი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს თქვენი დახმარებით მოპოვებული და თქვენივე მოცემული ჯილდოა.

 

ყველას სათითაოდ დიდი მადლობა, ადამიანებო.

 

ახლა ცოტას ვიღნავლებ და ისევ აქ ვიქნები, თქვენთან.

 

არ დაგჭირდეთ, თორემ ცეცხლში ჩავდგები სათითაოდ ყველა თქვენგანისთვის, მიყვარხართ და გკოცნით, წინ დიდი საქმეები გვაქვს ყველას ერთად", - წერს სინჯიკაშვილი.



 

 

 

big_banner
არქივი