logo_geo
მანჩო გიორგობიანი: რობიკო სტურუას სპექტაკლებზე რომ გევლოთ, მაშინ გეცოდინებოდათ, რომ მთელი არსით ძალადობის წინააღმდეგია
- +

18 აპრილი. 2021. 23:09

 

 

ნინუცა მაყაშვილის და ბესო ზანგურის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ეხმაურება:

 

შეეშვით ჩვენზე ძალადობას ამ თქვენი ნეო-ბოლშევიკური გამოხტომებით! სანამ არ დადებულა განაჩენი, ბრალდებული მანამდე ვერ იქნება და შესაბამისად, კანონით, არავის დამნაშავედ გამოცხადების უფლება არ გვაქვს, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ გინდა ერთი და გინდა მეორე მხარე!..

 

სწორედ მაშინ იქნებოდა რობიკო სტურუა უსამართლო, მსახიობი რომ დამნაშავედ გამოეცხადებინა, ოფიციალური განაჩენის გარეშე!

 

ასევე, როგორც ყველა ადამიანს, მასაც აქვს უფლება არ დაიჯეროს, ან დაიჯეროს ჭორაობა!

 

ვინ გეკითხებათ თქვენ, სტურუას მოხსნას ვიღაცების ასი წლის წინანდელი თუნდაც კონფლიქტის გამო, ხომ არ გაჟრიალებთ?!

 

დაგვეხსენით ლეშის მჭამელებო!

 

ვერ მოგვერევით!

 

p.s. გაუნათლებელი ბნელებისთვის კი ვიტყვი, რობიკო სტურუას სპექტაკლებზე რომ გევლოთ, მაშინ გეცოდინებოდათ, რომ მთელი არსით ძალადობის წინააღმდეგია და თითქმის, ყველა სპექტაკლი სწორედ ადამიანების ყველაზე ცუდი თვისებების, ბნელი და ცხოველური ინსტინქტების, ბოლშევიზმის – ბრბოს შემოსევის წინააღმდეგია…

 

და მხოლოდ ერთგულების, ჰუმანურობის, სიყვარულის, მეგობრობის და სხვა მაღალი ღირებულებების დასაცავად არის მიმართული, ღირსეული ადამიანების ჩამოსაყალიბებლად,“ – წერს მანჩო გიორგობიანი.

 

big_banner
არქივი