logo_geo
იუნა შაფათავა: დედა, ეს რა იყო?!.. ოჰ, ეს ცოლები!
- +

20 აპრილი. 2017. 21:06


 

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ ძალიან მაგარ კაცებს ცოლები როგორ ყარაულობენ... დედა, ეს რა იყო?!.. ვისკი ვყლაპე, სანამ ალეკ ბოლდუინი ლაპარაკობდა, გული მაინც არ ჩავიდა წყნარ პულსზე. კიდევ კარგი, ქარიშხალივით შევარდა ცოლი კულისებში და არავის აჩვენა, გამომცემელიც მაგრად იცავს პუბლიკისგან, მერე უცბად გავარდნენ - გავთახსირდებოდი, ფეხები ბამბის მქონდა, დავბრახუნდებოდი სიხარულ-უცბადგაჩენილი სიყვარულით, წიგნების მოწერამდე კი მაინც მივბობღდებოდი. კიდევ კარგი, დამინდეს და არ მოაწერა ხელი არც ერთს, სხვა დროს მოვაწერინებ აუცილებლად - დღეს გადამარჩინა დაბრახუნების სირცხვილს, ისე კი არ გაუკვირდებოდა...

 

ნეტავ რამე არ დაუშავდეს, ისე ვუყურებდი მეექვსე რიგიდან, ისეთ ადგილას ვიყავი, სირცხვილი იყო იქ ტელეფონით სელფობანა დარბაზიდან. დამიჯერეთ, კარგად გამოვიყურებოდი თავში პულსის ბრახუნის მიუხედავად, ჩემი ღაჟღაჟა წითელი ტუჩსაცხით და ანტენებივით აფეთქებული თმებით და ჭიპამდე ჩახსნილი შავი "საროჩკით"- მაგრამ ის ისეთია, ოოოოჰ (აქამდე არავინ მაინტერესებდა და დღეის შემდეგ ვისღა შევხედავ)... ხო, კითხვები გაფილტრეს -კიმ ბესინჯერზე გვითხარით რამე... დავწერე, პომადით გული მივახატე და ჩემი ვარდების სურნელიც დავასხი... ვინ წაიკითხავდა - მკაცრი კონტროლია, რაის კიმ ბესინჯერზე კითხვა, მეგერა ცოლის ხელში... ოჰ, ეს ცოლები!

 

არ ვაჭარბებ - რასაც კინოში ვხედავთ, ისეთივე მომხიბვლელია... დარბაზში რეპლიკებსაც კი პასუხობდა... ვერძია, რა, რად უნდა ახსნა, როგორია... ხო, კომენტარებზე იკაიფა, წამყვანი უყვებოდა და დაპირდა, ერთი უნდა ჩავიკითხოო... რეებს მწერენ ჩვეულებრივ, იცითო: ამერიკის სირცხვილი ხარ, მოკვდი, ჩაძაღლდი... უკეთესია, ამერიკიდან წახვიდე სხვაგან ჩაძაღლდე - გეცნობათ კომენტარები?

 

შონ კონერიზე მოყვა მაგარი: რომ ვნახე პირველად, ვიფიქრე, ამის გვერდით მე ვინ შემხედავსო კინოში, მაგრამ გადაღებების afterparty-ზე გავიხარეო - სასმელს რომ მოკიდა ხელი შონმა, ცოლმა nonono უყვირა, თითი დაუქნია და ხელზე მოარტყა - ნუ სვამო და გამიხარდაო - "დაჟე" შონ კერის უშლის ცოლი რაღაცეებსო...

ვაიმე, როგორ მინდოდა მანდ მოხვედრა, ან როგორ მოვასწარი, არ ვიცი... რა სასწაულების ქალაქში ვარ, ღმერთო... ერთი, ყველაზე მთავარი ამისრულე, გეხვეწები, ცხოვრებავ... ამ კაცთან და ამ სასწაულ პროფესიონალებთან ერთად კინოში მათამაშე, პლზ... ალ პაჩინოს ფანატია, როგორ აფასებენ ერთმანეთს... ბოდიში რა, მინდა თქვენც იცოდეთ, რა მაგარია... ბოდიში, რომ წესიერი ფოტო ვერ გადავიღე, ხელები მიკანკალებდა სიხარულით", - წერს შაფათავა. 


 

big_banner
არქივი