logo_geo
მალხაზ თოფურია: 7 წლის წინანდელი ერთსიტყვიანი კომენტარი, რომელზეც დღემდე სიცილს ვერ ვიკავებ...
- +

24 აპრილი. 2017. 22:18



ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„7 წლის წინანდელი 1 სიტყვიანი კომენტარი რომელზეც დღემდე სიცილს ვერ ვიკავებ...

 

Facebook სივრცე ნაცებს რომ ქონდათ დაპყრობილი (fb კი არა მთელი საქართველო ქონდათ დაპყრობილი)... მიშაზე რაიმეს არა კარგს რომ იტყვი და ეგრევე 500 მუქარის წერილი რომ მოგდის, ღიად თუ ჩატში, ლაიქისთვის ხალხს რომ სამსახურებიდან უშვებენ... კეთილი შინაურები რომ გაფრთხილებენ, კი გეთანხმები მარა ნუ შობი მასეო... ის დროა, არსაიდან საშველი რომ არ ჩანს...

 

ათიოდ თანამოაზრე შევიყარეთ კედელაშვილი ატამანია, ციცი ხარაბაძე გენერალი ზანგური ბელადი. ია ჯოხარიძე შეფი... ვდეგევართ და ჩვენც ვაგინებთ ვალში არ ვრჩებით ნაცებს ისენი ბევრნი კი არიან, მათ შორის ვანოს სპეც დაფინანსებული ჯგუფებიც მაგრამ ჩვენი გინება ბევრად ხარისხობრივი და შემოქმედებითია ქართული ფოლკლორის ელემენტებით გაჯერებული... ხო რაზე ვიხსენებ ახლა , სულიკო ჩვენთან შედარებით ხაკერი იყო დახურული ჯგუფის გაკეთება ეხერხებოდა, მოკლედ შევიკეტებოდით ამ ჯგუფში ვინმე მამალ ნაციონალს შემოვაგდებდით გავბერავდით გინებას და ვუშვებდით... ერთხელაც ძალიან საინტერესო ეგზემპლარი შემოათრია 35- 40 წლის მამრი, ნაციონალი, რომელიც კარგა ხანი გაოგნებული უსმენდა ჩვენ გინებას და წკიპურტების გმირივით საოცრად ზრდილობიანად გვეკამათებოდა, თან დრო გამოშვებით გვთხოვდა ამა და ამ ნათესავს ნუ შემაგინებთ გარდაცვლილი მყავსო, ჩვენც რაღაცნაირად მოგვეწონა ვუსწორებდით და მხოლოდ ცოცხლებს ვაგინებდით, არ გვქონდა წესდებაში შემოთრეული ნაცის გაგდება (თავისით არ მიდიოდა) ის კი არა და ახლად შემოთრეულ ზოგიერ მამალ ნაციონალის გინებასაც კი გვილაიქებდა... ეგ კია ღირსიო იძახდა... მიშას იდეების ერთგული არააო...

ერთხელაც დაიკარგა ეს არასტანდარტული მონაცემების ნაციონალი, ჯგუფიდან კი არ დაიკარგა უბრალოდ საერთოდ აღარ შემოდიოდა facebook-ში....არ დავმალავ და რაღაცნაირად გული დაგვწყდა ყველას ლამის ჩხუბიც მოგვივიდა არა შენ ატკინე სათუთი გული და იმიტომ აღარ შემოდის არა შენო... სამიოდ კვირის მერე გამოჩნდა - გამარჯობათ ჩემო პოლიტიკურო ოპონენტებოო, მოგვესალმა... ძაან გაგვიხარდა მისი გამოჩენა მკვდარი და ცოცხალი არ დაუტოვეთ შეუგინებელი სიხარულით... სად ეგდე, სად დაეთრეოდი... გული ვიჯერეთ შეკითხვებით და პასუხს ველით.... რომ გითხრათ მაინც არ დამიჯერებთ, ამოისლუკუნა... შენსას რას დავიჯერებთ მაინც ნაცი ხარ ჰა თქვი ... ინფაქტმა დამარტყა და სავადმყოფოში ვიწექი ძლივს გადავრჩი... სამარისებულმა დუმილმა დაისადგურა დახურულ ჯგუფში, რაღაცნაირად მართლა გაგვიტყდა ყველას...

სიჩუმე სულიკო კედელაშვილმა დაარღვია ერთადერთი სიტყვით.... „დავალაიქოთ!" -წერს თოფურია. 


 

big_banner
არქივი