logo_geo
ირაკლი გოგავა: გახდება თუ არა კიმ ჩენ ინი ტრამპის დასამხობი სამიზნე?!
- +

25 აპრილი. 2017. 00:42



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ტრამპმა 100(ყველა) სენატორი დაიბარა თეთრ სახლში" ჩრდილოეთ კორეის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე. უპრეცედენტო ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციით, ომის გამოცხადება აშშ- კონგრესს შეუძლია. ბოლოს აშშ- ომი 1942 წელს ბულგარეთს, რუმინეთს და უნგრეთს გამოუცხადა. მომდევნო შემთხვევებში სამხედრო ძალის ავტორიზაცია" მიიღო კონგრესისგან. აშშ- ყველა პრეზიდენტი მინიმუმ ერთი ქვეყნის ლიდერს ამხობს. გახდება თუ არა კიმ ჩენ ინი ტრამპის დასამხობი სამიზნე?!

 

ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი გააჩნია(20-მდე ერთეული), 700 სამხედრო ხომალდი, 1.2 მილიონიანი არმია, 4 მილიონიანი რეზერვი, 1100 სახმედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. წარმომიდგენია რა განწყობებია სეულის და ტოკიოს მოსახლეობაში! ეს ქალაქები ომის შემთხვევაში ბირთვული დარტყმის სამიზნეებად გამოაცხადა ამხანაგმა კიმმა" , - წერს გოგავა. 


 

big_banner
არქივი