logo_geo
"გაავრცელეთ! ბევრმა არც კი იცის! არადა, ძალიან სასარგებლოა"
- +

26 აპრილი. 2017. 12:46


ინტერნეტ მომხმარებელი ირაკლი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„(გაავრცელეთ! ბევრმა არც კი იცის!)

ბევრი არ სარგებლობს ამ სერვისით - არადა, ძალიან სასარგებლოა...

ავტობუსის ბევრ გაჩერებაზე (სადაც ელექტრონული ტაბლო არაა) კიდია ასეთი დაფა. თუ დააკვირდებით, აქ წერია

 

ID: 2049

და

SMS: 93344

ესაა საკმაოდ მოხერხებული რამ:

1. SMS-ის გასაგზავნში წერთ ნომერს 93344

2. „წერილის" ადგილას წერთ ციფრს 2049

3. აგზავნით მესიჯს

4. რამდენიმე წამში მოგდით მესიჯი, სადაც წერია - თუ იმ გაჩერებაზე (რომლის ID ნომერია 2049) რა ავტობუსები ჩერდება და რომელი ავტობუსი რამდენი წუთის მერე მოვა.

ჩემი სახლის წინ გაჩერებისსაიდენტიფიკაციო ნომერი" (ანუ ID) არის 1211. როცა ტრანსპორტით მივდივარ, სახლიდან ვაგზავნი 93344 ზე მესიჯს - შიგ ვწერ მხოლოდ 1211 და მომდის განრიგი - ჩამთვის საჭირო ავტობუსი როდის მოვა ჩემს (ნომერ 1211) გაჩერებაზე. ჩემი სახლიდან გაჩერებამდე მისასვლელი დრო ვიცი, ასე რომ, ლოდინიც არ მჭირდება, ისეთ დროს გავდივარ სახლიდან და ავტობუსსაც დროზე ვხვდები".

 


 

big_banner
არქივი