logo_geo
„ვფიქრობდი, არაფერი მეთქვა ამ ამბავზე, მაგრამ...“ – „სახეს“ კონცერტთან დაკავშირებით გოგა ხაჩიძე განცხადებას ავრცელებს
- +

27 აპრილი. 2017. 13:45



ჯგუფ „სახეს" ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე, ჯგუფის საიუბილეო კონცერტთან დაკავშირებით საუბრობს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მან კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა:


საერთოდ ვფიქრობდი, არაფერი მეთქვა ამ ამბავზე, მაგრამ ბევრი მეკითხება და შევეცდები, ჩემი პოზიცია ნაწილობრივ ავხსნა...

ნაწილობრივ...

მესმის, ცოტა რთული ასახსნელია, მაგრამსახე" ჩემთვის ის მუსიკაა, ის ეპოქა, ის კონტექსტი, ის ქვეყანა და ის რეალობა, რომელიც იყო.

არ მიმაჩნია სწორად, ახლა ხელოვნურად შევიკრიბოთ და მსმენელს ათასჯერ გადამღერებული, გადაკეთებულ/გადმოკეთებული სიმღერები ისევ ერთად ვუმღეროთ.

და როგორ უნდა ვუმღეროთ?...

მარტო სიმღერაც ხომ არაა...

რას გამოვასხივებთ?

-არ ვიცი.

გულწრფელები ვიქნებით სცენაზე?

-ვერა.

თავის დროზე, „სახე" ერთი მთლიანი იყო.

საერთო საქმე და ცხოვრება გვქონდა, ერთად ვფიქრობდით, ერთად ვგეგმავდით, ერთად ვათენებდით ღამეებს სტუდიაში, ერთად ვიხარშებოდით მურტალი ეპოქის ყოველდღიურობაში.

ახლა, ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ჩვენ-ჩვენი საკმაოდ განსხვავებული პრინციპები, ხედვები და მიზნები (მათ შორის მუსიკაშიც)

ისიც მესმის, რომ უამრავი მსმენელი მიიღებს სიამოვნებას წარსულის გახსენებით, ძველი სიმღერების მოსმენით.

ბევრიც ჩემზე გაბრაზდება, როგორც დისონანსის შემომტანზე ამჰარმონიაში".

არაა პრობლემა, მესმის.

ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ კაცებს (ბიჭებს-მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ჰა...)

მე არ ვმონაწილეობსახე20"-ში და ამით, იმსახე"- გადარჩენასაც შევუწყობ ხელს მეხსიერებაში, მთელი თაობისთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, ბედნიერების და აღტაცების მომტანი რომ იყო.

 

P.S. ბევრი წლის ინტერვალის შემდეგ, ჩემი შვილი პირველად რომ წავიყვანე ცირკში, მთელი წარმოდგენა გაოცებული ვაცეცებდი თვალებს და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ეს ხომ ნამდვილად ის შენობაა, ბავშვობაში მშობლებს რომ მოვყავდი და აღტაცებული ვიყავი მისი გრანდიოზულობით და სილამაზით?.. რა დაემართა, როგორ დაპატარავდა ასე?..

ყველაფერს თავისI დრო აქვს",- წერს გოგა ხაჩიძე.



 

big_banner
არქივი