logo_geo
არჩილ გამზარდია: ვეცდები მალე გამოვიდე ამგვარი მდგომარეობიდან...
- +

28 აპრილი. 2017. 01:14



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

გულშემატკივრებო, მეგობარო პროდიუსერებო და ჟურნალისტებო, პირადადაც მოგიხადეთ ბოდიში და აქაც მოგიხდით, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე არ მაქვს სურვილი ამ ეტაპზე რაიმე მოსაზრება გამოვთქვა ან დავაფიქსირო ეთერში, ჩემი პოზიცია ამ თემაზე ცნობილია და მიუხედავად პროკურატურის დღევანდელი განცხადებებისა, ის არ შეცვლილა...

 

ბოლო პერიოდში ისედაც ერთგვარი თაიმ აუთი" მაქვს აღებული საჯარო აქტივობებისგან მთლიანობაში, რადგან ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ საერთოდაც უაზრობად მიმაჩნია რამის თქმა და ახსნა ამგვარ მოცემულობაში; ჩემთვის მთავარია სათქმელი მივიტანო ადამიანებამდე და არ მინდა აქტივობა აქტივობისათვის; ყოჩაღ იმ ადამიანებს, ვინც დღევანდელ საქართველოში ინარჩუნებს იმედს, რომ საუბარსა და მოწადინებას აზრი აქვს.

 

ვეცდები მალე გამოვიდე ამგვარი მდგომარეობიდან, მანამდე კი სიამოვნებით ვთანამშრომლობ აპოლიტიკურ მედიასთან აპოლიტიკური თემებით, ან ვიწროდ, სოციალური მედიის ფორმატში;

 

წარმატებები ყველას!" - წერს გამზარდია. 


 

 

big_banner
არქივი