logo_geo
„ავტობუსიდან რომ ჩამოვდიოდით მგზავრები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ევროპამდე ცოტა დაგვრჩაო“
- +

28 აპრილი. 2017. 20:48



სოციალური ქსელის მომხმარებელი თამთა პაპელაშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე და გიორგი დღეს ვაკის პარკიდან ამოვედით სპეციალური ეტლის ლიფტით. მერე ზებრაზე გადავედით შეუფერხებლად. გაჩერებაზე ჩავჯექით 51 ავტობუსში სადაც მძღოლმა დიდი სიხარულით პანდუსი ჩამოგვიწია და დააყოლა მე იმისთვის მიხდიან, რომ თქვენ გემსახუროთო. შემდეგ, ყველა წესების დაცვით დავაბით ეტლი და მშვიდობით ვიმგზავრეთ სახლამდე. ავტობუსიდან რომ ჩამოვდიოდით მგზავრები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ევროპამდე ცოტა დაგვრჩაო", - წერს თამთა პაპელაშვილი.




 

 

big_banner
არქივი