logo_geo
გიორგი გაბედავა: სოსოს ნამღერ „სამშობლოს“ ათიათასობით ადამიანი უდგება ფეხზე!
- +

30 აპრილი. 2017. 10:41


 

„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ტელეკომპანია „იმედის"  ეთერში გასულ ახალ გადაცემას ვუყურებდი. სოსო პავლიაშვილის ლანძღვა მოვისმინე, -  თურმე როგორი მოღალატეა... მოკლედ, ერთ-ერთი წამყვანი  აკეთებდა კომენტარებს, - უი, რა ცუდია, უი, რა საშინელებააო. შევედი მის გვერდზე და შევახსენე,  ჩემს თვალწინ როგორ აიღო თეთრი ფერის კონვერტი, სადაც ჰონორარი იდო, რომელიც მოსკოვში გამართულ თბილისობაზე სიმღერისთვის მიიღო და აქვე პირდაპირ  ვიტყვი - დამსახურებულადაც! აქ არც ამ წამყვანზე მაქვს საუბარი ახლა. ბოლო დროს, ზოგადად, მოდაში შემოვიდა - ლანძღონ ყველა, ვინც რუსეთში იმღერებს, იცეკვებს ან, თუნდაც, ფეხს დადგამს რუსულ მიწაზე... ახლა არც კულტურით აღდგენილ ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ვწერ... ყველას თავისი ცოდო-მადლით ევლოს ამ ქვეყანაზე, მაგრამ სოსოზე რომ ვინმე იტყვის, მოღალატეაო, სირცხვილია მართლა! და ეს მაშინ, როცა სოსოს ნამღერ „სამშობლოს" ათიათასობით ადამიანი უდგება ფეხზე!", - წერს გიორგი გაბედავა.

 


 

big_banner
არქივი