logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: აი, კიდევ მოვიდა მაისი უშენოდ...
- +

1 მაისი. 2017. 01:18



არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელი, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და თავის გარდაცვლილ შვილს მიმართავს:


„გიო გამარჯობა, აი კიდევ მოვიდა მაისი უშენოდ, შენმა მანდ ყოფნამ შემაძულა აქაურობაც და მაისის თვეც... ეს სურათი არ მიყვარს, თითქოს უნდა წახვიდე და იმიტომ, მაგრამ მომწონს, აქ ჩანს შენი ხასიათი... თითქოს პასუხსაც ველი შენგან, გამარჯობა გითხარი და კი ვიცი რასაც მეტყოდი, ხო,  კიდევ რაა, მე ვარ რა, რომ გითხრა მენატრები მეთქი გაგეცინება ვიცი, გეუბნებოდი... დაგელაპარაკო მეთქი და...ეჰ.ჯამბული, შენ მგონი დაბერდი" - ,ნეტავ შენ დაბერებულიყავი და მე...

 

მოკლედ ასეა რა, მცხვენია კი, მაგრამ ასეა და რა ვქნა... იცი შენ რაზეც გეუბნები... რადენი რამე მინდა მოგიყვე... რაღაც ბურთი მომაწვა ყელში და მიჭირს საუბარი, ერთს კი გეტყვი, რომ... კარგი შვილები გეზრდება..." - წერს გამცემლიძე.

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი