logo_geo
ოთარ აბესაძე: გააზიარეთ! უბრალოდ სირცხვილია!...
- +

1 მაისი. 2017. 13:00



თბილისის მერიის წარმომადგენელი საკრებულოში, ეკონომიკის დოქტორი ოთარ აბესაძე სოციალური ქსელის მეშვეობით „ახალი საქართველოს" ლიდერების ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვასაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დამწვარ ხეებს შეეხებოდა:

 

„გააზიარეთ!!!

გუშინ, პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერების ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის მიერ იქნა გაზიარებული ვიდეო, სადაც ასახულია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დამწვარი ხეები.

 

რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნების წინ, მსგავსი ტყუილებით პოლიტიკური ქულების დაწერა და მოსახლეობის კვლავ შეცდომაში შეყვანა, ზოგადად ლევან ხაბეიშვილისთვის და მათი პოლიტიკური გუნდისთვის ტრადიციაა.

 

ისე დაიწვა ეს ხეები მოუვლელობით, სპეციალურად ან რაღაც მშენებლობის მიზნით, როგორც მათი ვერსიით, მერიამ შეიძინა 37 000 ლარის ღირებულების ტექნიკა და ა.შ.

 

რეალურად რაშია საქმე:

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე, სამწუხაროდ, ხანძარი ჩნდება ძალიან ხშირად ზაფხულის პერიოდში. ყველაზე მძიმე შედეგები მოგვიტანა 2012 წლის აგვისტოში გაჩენილმა ხანძარმა, რის შედეგადაც 8 ჰექტარი მიწა დაიწვა.

 

უკანასკნელი ხანძარი აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩნდა 2016 წლის მაისში, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, დაზიანდა ხეები.

 

დედაქალაქის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის დიდი ძალისხმევით მოხდა ფაქტიურად ყველა ხის გადარჩენა და სიცოცხლის შენარჩუნება.

 

იმის მაგივრად, რომ რეალურად გარკვეულიყავით სიტუაციაში და გეკითხათ, თუ რა მოხდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაღაც აბსურდული ანტიპიარი წამოიწყეთ დედაქალაქის მერიის წინააღმდეგ და თავი კვლავ ჩაიყენეთ სასაცილო მდგომარეობაში.

 

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხდება ხანძარი, ზიანდება ბუნება, სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რის შედეგადაც სიცოცხლე შეუნარჩუნდა ხეებს და თქვენ ამ უბედურ შემთხვევას იყენებთ პოლიტიკური ქულების დასაწერად.

 

უბრალოდ სირცხვილია.

 

P.S. სანამ ხეებზე გააკეთებთ კომენტარს, ნაძვისა და ფიჭვის გარჩევა ისწავლეთ", - წერს აბესაძე.


Oto Abesadze-(ი)ს ფოტო.

 

 

Oto Abesadze-(ი)ს ფოტო.

 

 

Oto Abesadze-(ი)ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი