logo_geo
ბონდო ქურდაძე: საქართველოდან ძალიან შორს, ბატონი თენგიზ არჩვაძის ხმამ ერთი პატარა ამბავი გამახსენა...
- +

3 მაისი. 2017. 11:19



„საქართველოდან ძალიან შორს, ბატონი თენგიზის ხმამ ერთი პატარა ამბავი გამახსენა..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე წერს და აქვე თენგიზ არჩვაძის სიმღერას ავრცელებს.


„10 წლის წინ თამაზ მეჭიაურმა, ზურა წკრიალაშვილმა და მე, ბატონ თენგიზ არჩვაძეს გორიდან დავურეკეთ რჩევისთვის, როგორც ბრძენ კაცსა და ხევისბერს... პასუხი რომ მივიღეთ, ერთდროულად ფეხზე წამოვდექით და თითქოს ერთმანეთის თვალებში ვკითხულობდითო - უთქმელად შევსვით მისი სადღეგრძელო... კაცი, რომელიც არასოდეს  გაკარებია ხელისუფალთ, ის თავის ხალხთან იდგა და მათთვის არ ეცალა... ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ბატონი თენგიზი, ასეთ კაცებზე დგას საქართველო(!!!)..." - წერს ქურდაძე.

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი