logo_geo
თეა ფირცხალავა: ჩვენი დოდო - დიდი „ბავშვი“...
- +

3 მაისი. 2017. 22:46


 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს:

 

„დღეს ერთი დიდი ხელოვანის არაჩვეულებრივ გამოფენაზე გეპატიჟებით.

1924 წლის 1 მაისს დაბადებულა ყველა (მათ შორის ყველაზე და ყველაფერზე დაბოღმილი) ქართველის უსაყვარლესი ადამიანი, ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ლეგენდარული მსახიობი, სიკეთით და ღირსებით აღსავსე პიროვნება და უბრალოდ საქართველოს კოლორიტი დოდო აბაშიძე, იგივე ჩვენი ბიჭიკო, ალუდა, ყვარყვარე, არქიფო სეთური, იასონი, ციმბირელი პაპა ნესტორი, შავლეგი, სოსანა, გენერალი ვამეხ ვახვარი... გახსოვთ მომენტი, როდესავ ვახვარი საკუთარ ტიტულებს ასახელებს? „... დაჯილდოვებული ბაფთიანი და უბაფთო ორდენით"-ო, რაც გროტესკის მწვერვალს წარმოადგენს...

აუ...  როგორ მიყვარდა ჩვენი დოდო, ეს დიდი „ბავშვი".

კვლავ გავიხსენებ ზაზა აბაშიძის მოგონებას: „ჩხუბს არასოდეს იწყებდა... ჩხუბობდა ვიღაცის დაცვის ან გაშველების მიზნითო...

უცებ დოდოს აბდუშაჰილი გამახსენდა: „მე ჯერ მისალმებაც არ დამემთავრებინა, ისე მეძგერა"-ო.

 

დოდო აბაშიძე გარდაიცვალა 1990 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

დოდოს იმქვეყნიურ საქართველოში უამრავი მეგობარი დახვდა. დღეს იქაც იზეიმებენ დიდი კაცის დაბადების დღეს" ,- წერს თეა ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 



 

big_banner
არქივი