logo_geo
თეა ფირცხალავა: უძლიერესი ქალი, რომელსაც „მეოცნებეს“ ეძახდნენ...
- +

4 მაისი. 2017. 00:02


 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს:

 

„1898 წლის 3 მაისს კიევში, ღარიბ ებრაულ ოჯახში, დაბადებულა ისრაელის მე-5 პრემიერ-მინისტრი და კიდევ მრავალ სხვა უმაღლეს თანამდებობაზე მყოფი უდიდესი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე გოლდა მეირი (მაბოვიჩი), უძლიერესი ქალი, რომელსაც „მეოცნებეს" ეძახდნენ, რადგან თავდაუზოგავად იღვწოდა იმ დროს თითქმის შეუძლებელი მიზნის მიღწევისთვის - თავისუფალი და დამოუკიდებელი ისრაელისთვის.

 

აკი შეძლო და ამაყობდა კიდეც, რომ 38 კაციდან ერთ-ერთი ქალი იყო, ვინც „ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციას" მოაწერა ხელი.

 

გოლდა მეირის მოღვაწეობა მაგალითად იქცა მომავალი ქალი-ლიდერებითვის - მარგარეტ ტეტჩერისა და ინდირა განდისთვის. მასზე მრავალი ლეგენდა დადიოდა. იმდენად პოპულარული იყო, რომ დიდმა ვლადიმერ ვისოცკიმ ორ სიმღერაშიც კი მოიხსენია:

 

„...Вот место Голды Меир мы прохлопали, - А там - на четверть бывший наш народ..." და „.. по дороге в Мнёвники Голду Меир я словил в радиоприёмнике...."

 

მისი კინოსახება შექმნა განუმეორებელმა ინგრიდ ბერგმანმა.

 

გოლდა მეირი გარდაიცვალა 1978 წელს. იგი ჰერცლის (ანუ „ხსოვნის") მთაზე დაკრძალეს ისრაელში. ნიუ-იორკში, ბროდვეის კუთხისა და 39-ე ქუჩის გადაკვეთაზე კი მისი ბიუსტი დგას" , - წერს თეა ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი