logo_geo
თეა ფირცხალავა: ეს ისტორიაც დაუვიწყარია ჩემს ცხოვრებაში...
- +

4 მაისი. 2017. 00:14


„ვინაიდან დღეს დიდი კონსტანტინე გამსახურდიას იუბილეა, კიდევ ერთ, ჩემთვის მნიშვნელოვან ფაქტს გავიხსენებ", - ამის შესახებ თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს.

 

„ჩემი მეგობარი ნოდარის" შემდეგ ზვიადმა მითხრა, „დიდოსტატის მარჯვენის" გადაღებას იწყებს დიდი ვახტანგ ტაბლიაშვილი და იქნებ შენც გეცადა, შორენას გავხარო...

 

ჯერ ეჭვის თვალით შევხედე, მეგონა დამცინისთქო. როცა დავრწმუნდი, რომ სერიოზულად მეუბნებოდა, გულზე შემომეყარა და ხუმრობით ვუთხარი: „ჩემს გამო ნოდარის და გივის გაშველება არ მეყოფოდა და ახლა მეფე გიორგისა და არსაკიძის ურთიერთობა გინდა რომ გამაფუჭებინოთქო?!

 

მოკლედ, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, ისევ ბებია ნატალია ივანოვნამ იმარჯვა, ხოლო ბატონ ვახტანგთან საქმე ზვიადმა „ჩამიწყო" და ფოტოგრაფთან ერთად ბოტანიკურ ბაღში წავედით სასინჯი ფოტოების გადასაღებად.

 

ჩამაცვეს კინოსტუდიიდან წამოღებული, სრულიად დაჭმუჭნული და გახუნებული ქართული სამოსელი, თავზე დამადგეს უზარმაზარი გვირგვინი და ჩემი „ტანჯვაც" დაიწყო...

 

ფოტოები ბატონ კონსტანტინეს აჩვენეს... ფოტოგრაფმა მითხრა, არ მოეწონე, ასე თქვა, მე ჩემი შორენა მყავსო. მეორე დღეს ზვიადმა მოკრძალებით უთხრა ბებიას, მამას განა არ მოეწონა, უბრალოდ ასე თქვა, ლალი ბადურაშვილი არის ჩემი შორენაო.

 

თუ დამიჯერებთ, ამოვისუნთქე...

 

სად მე და სად შორენა?

 

აი, ლალი ბადურაშვილი კი მართლაც არაჩვეულებრივი კოლონკელიძის ქალი გამოდგა.

 

ამ ფაქტის შესახებ დიდოსტატს მასთან სტუმრობისას შევახსენე... ზვიადიც დამეხმარა დეტალების გახსენებაში. ეჭვი მეპარება, დიდოსტატს ეს მეორეხარისხოვანი ფაქტი ხსომებოდა, მაგრამ კონსტანტინე დიდმა, როგორც ჭეშმარიტმა რაინდმა, „გაიკვირვა" და მორიგი ქათინაური „მესროლა", ასეთ ლამაზ გოგონას როგორ დაგიწუნებდიო...

 

ეს ისტორიაც დაუვიწყარია ჩემს ცხოვრებაში", - წერს თეა ფირცხალავა.

 


 

 

 

 

big_banner
არქივი