logo_geo
გიორგი უძილაური: იყო ერთი ცუგა...
- +

4 მაისი. 2017. 02:45



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იყო ერთი ცუგა, უბანში მთლად პირველი ვერ იყო, მაგრამ მისი პოპულარობა ზოგჯერ 1%-საც აღწევდა, ბოლო დროს ცუგა ჩაბანილ დავარცხნილიც დადიოდა, თავს იწონებდა სხვა ცუგებთან, პატარა ვარ, მაგრამ თქვენსავით ყოჩაღი და მოვლილიო. მაგრამ, ბოლოს ისე შეიჭრა თვითხიბლში, რომ ერთ დღეს მის მომვლელ პატრონებსაც დაერია და სახლიდან გაყარა. ამის შემდეგ ცუგას პოპულარობა უბანში ვერ გაიზარდა. რატომღაც არავინ დაუკრა ტაში მის გულადობას და ოქროს ხანამაც ჩაიარა. ახლა ისეა გასაწყლებული, რომ ქუჩაში დარჩენლი აღმა-დაღმა დარბის, ყურადღების მიპყრობის იმედით ხან ვის წაკბენს, ხან ვის წაუწკავწკავებს, ხან სად დაიკნავლებს თეატრალური ომახიანი ნოტებით - ებიჭო, ისევ ის ცუგა ვარო! მაგრამ ამაოდ, გულქვაა საზოგადოება! უბანში მისდამი მცირე ყურადღება, რამე რეაქცია კი არა, დაღლილი ცუგას კბენისას ფეხის გაქნევაც კი ეზარებათ. მეგობრებო, თუ ეს ცუგა სადმე შეგვხვდებათ, ნუ ვიქნებით სასტიკები, გავიმეტოთ მცირედი ყურადღება, მოვეფეროთ და არ გავწიროთ ამ უმადორობის ხანაში", - წერს უძილაური.


 

 

 

big_banner
არქივი