logo_geo
რუსუდან შარაძე: შვილმკვდარი მამები უფრო დიდ სიბრალულს იწვევენ ჩემში...
- +

5 მაისი. 2017. 10:52


„შვილმკვდარი მამები უფრო დიდ სიბრალულს იწვევენ ჩემში. ქალი ძლიერია, ქალს ყველაფერი შეუძლია! ბოლო-ბოლო, იტირებს გულისწასვლამდე... რა უსუსურია, რა ბავშვია ამ დროს მამაკაცი (სანამ აზრზე მოვა, იქამდე მაინც)..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს.


„ლაშას მერე, მამაჩემმა იცოდა თქმა და თავადაც ღრმად სჯეროდა ამის: კაცი პირველი უნდა წავიდეს, ეს უფრო კანონზომიერიაო. ვინ იცის, გულში, როგორ წარმოდგენაც არ სურდა, რომ დედაჩემის გარეშე დარჩენილიყო. საკუთარი თავიდან გამომდინარე ამბობდა ამას, ალბათ... და როგორც ყოველთვის, ჩვენს თავს ხდებოდა ხოლმე - ყველაფერი უაზროდ დიდი - სიხარულიც, მწუხარებაც და ამ მწუხარებისთვის ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ გადახდილი ხარკი... დედაჩემი ავარიაში მოყვა და 2 თვე კომაში, ფაქტობრივად, წასული იყო. მამაჩემმა ესეც გამოსცადა...

 

მერე მოხდა ყოვლად წარმოუდგენელი - დედაჩემმა გაიღვიძა. უჭირდა, მაგრამ ფეხზეც დადგა. ამასობაში, მამაჩემი და გიორგი... თითქოს, ჩემთვის გაიღვიძა, იცოდა, რომ მე მარტო ვერ გავუძლებდი ამდენს. თითქოს, ყველა დაგვაბინავა - მე აქეთ, ისინი იქით და მერე შეუერთდა...

 

გარდაცვალება რა არის? ისინი, ხომ მხოლოდ, იცვალნენ - აქვე არიან, სინათლეში, სიკეთეში, სიხარულსა და მზის სხივში... იმ კეთილი ენერგიის ნაწილნი არიან, რომელიც დედამიწას ატრიალებს და ჩვენ თავს დაგვტრიალებს. მე ასე მჯერა", - წერს რუსუდან შარაძე.




 

big_banner
არქივი