logo_geo
თეა ფირცხალავა: გიორგი ტიმოთეს ძე კლუნი... ბებია მაინც ეყოლებოდა ქართველი!
- +

7 მაისი. 2017. 01:42



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1961 წლის 6 მაისს დაბადებულა ოსკაროსანი მსახიობი, მილიონობით პაციენტის „ექიმი" და უბრალოდ კარგი „ტიპი" გიორგი ტიმოთეს ძე კლუნი, რომელსაც მთელი მსოფლიო ჯორჯ კლუნის სახელით იცნობს.

 

დედამისმა, ქალბატონმა ნინომ (არ ვხუმრობ), „იმარჯვა" და ვაჟის დაბადება ჩვენს გიორგობას დაამთხვია... სახელიც ზუსტად შეურჩია - გიორგი.

 

მოდი და ნუ შეგეპარება ეჭვი, რომ ბებია მაინც ეყოლებოდა ქართველი! აბა საიდან ეს სახელები? ტიმოთე, ნინო, გიორგი... ახლა ველოდები, ტყუპებს რას დაარქმევს... გავიხედოთ და ტარიელი და ნესტანი დაარქვას, მერე რაღას მეტყვით?!

 

ცოლის მოყვანამდე წერდა, უნდა აღიარო, რომ ბერდები, უნდა შეეგუო ამ აზრს და შენი ასაკის ყველა უპირატესობა გამოიყენოო... სულ მეგონა, მე მომმართავდა. ჰოდა შევუთვალე, მე რას მასწავლი, შენ ახლა ბერდები და მე დიდი ხანია „მაგ დღეში" ვარ-მეთქი.

 

მოკლედ, გავიდა ხანი და ეს ჩვენი ჭაღარა ბიჭი ულამაზეს ამალ ალამუდდინზე დაქორწინდა. თუ კარგია, ახლა ილაპარაკოს სიბერეზე... ახლა მხოლოდ ოჯახზე გადაერთო და 56 წლის ასაკში ის ტყუპების დაბადებას, მე კი მათ სახელებს ველი", - წერს თეა ფირცხალავა.





 

big_banner
არქივი