logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: უჩა ნანუაშვილს ვეკითხები...
- +

8 მაისი. 2017. 14:16



არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელი, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დარდობს თურმე, ვანო მერაბიშვილის უფლებები ირღვევაო, ტელევიზიის ყველა პროგრამა არა აქვს საკანშიო... მე ვეკითხები ნანუაშვილს, აი, ამ ბიჭისა და იმ ახალგაზრდების უფლება, ვინც დღეს აი სად არიან, არ ირღვევა, ვანო მერაბიშვილისა და მისი ამფსონების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო იმქვეყნად რომ გაისტუმრეს? ჰკითხოს ერთი ამ ახალგაზრდებს, უნდათ აქ ყოფნა?... ან ჩვენ უფლებებს რატომ არ იცავს, ვინც შვილები დავკარგეთ სააკაშვილის ბანდის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად... რაც თანამდებობაზე მოგაბრძანეს, იმის მერე შენგან სიტყა არ გამიგია, გვაქვს თუ არა უფლება, სამართლიანი სასამართლოს პირობებში დაისაჯონ ჩვენი შვილების მკვლელები და მათი მკვლელობის შემკვეთები?.. უფალი მოგთხოვს პასუხს, რომელიც შენ არ გწამს..." - წერს ჯამბულ გამცემლიძე.


 

big_banner
არქივი