logo_geo
1949 წლის 9 მაისს ბილი ჯოელი დაბადებულა...
- +

9 მაისი. 2017. 17:25



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მაგარ სიმღერას გაგახსენებთ და მოგასმენინებთ...

 

1949 წლის 9 მაისს ნიუ-იორკში დაბადებულა 6 „გრემის" მფლობელი ამერიკელი მომღერალი და პიანისტი, ჩემი თაობისთვის კარგად ცნობილი მუსიკოსი ბილი ჯოელი, რომელიც 1987 წელს თბილისშიც გვესტუმრა.

 

ბილი ჯოელის ერთ-ერთი მასპინძელი იყო ქართველებისთვის განსაკუთრებით საამაყო ანსამბლი „ქართული ხმები". ჩვენმა ბიჭებმა „ჭკუიდან გადაიყვანეს" სტუმარი და იმდენად „შეშალეს", რომ მათთან ერთად ბილი ჯოელის სრულიად დაუგეგმავი კონცერტიც კი ჩატარდა ოპერის თეატრში. მოგვიანებით ბილი ჯოელმა გამოსცა ალბომი, რომელიც „ქართული ხმების" სიმღერით იწყებოდა.

 

გახსოვთ ჩვენი საყვარელი სიმღერა „Honesty"?.." - წერს თეა ფირცხალავა.


 

 

 

big_banner
არქივი