logo_geo
თამარა გაჩეჩილაძე: „ევროვიზია“ არ ყოფილა ჩემი ღირსი!
- +

10 მაისი. 2017. 11:06


 

მომღერალი თამარა გაჩეჩილაძე „ევროვიზიის" შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ვნერვიულობ, ან გული დამწყდა! უბრალოდ, ძალიან მაგრად მეცინება. და არც თქვენ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ!

 

საქართველო დღეს და ზოგადად წელს არის საუკეთესო! ეს დღეს ყველამ დაინახა! ამაზე მეტყველებდა ოვაციები, ტაში, ყველაფერი! და რაც მთავარია, ხალხის რეაქცია და შოკი ბოლოს!

 

მე რაც შეგპირდით და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი „ევროვიზია" არ ყოფილა ჩემი ღირსი! ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა...!!! სამწუხაროდ.

 

მოკლედ, მადლობა ყველას, მიყვარხართ და ვამაყობ ჩემი თავითაც და რაც მთავარია, იმით, რომ მე ვარ ქართველი!!!" - წერს თამარა გაჩეჩილაძე.

 

ცნობისთვის, „ევროვიზიის" კონკურსზე საქართველო, რომელსაც თამარა გაჩეჩილაძე წარმოადგენდა სიმღერით Keep the faith, ფინალში ვერ გავიდა.


 

 

 



 

big_banner
არქივი