logo_geo
11 მაისს სანკტ-პეტერბურგში დაბადებულა საქართველოს მოტრფიალე რუსი მხატვარი გრიგორი გაგარინი
- +

11 მაისი. 2017. 17:56

 


1810 წლის 11 მაისს სან-პეტერბურგში დაბადებულა საქართველოს მოტრფიალე კიდევ ერთი რუსი მხატვარი, ლითოგრაფი, არქიტექტორი და რუსეთის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდეტი თავადი გრიგორი გაგარინი", - წერს თეა ფირცხალავა „facebook"-გვერდზე.


კვლავ საქართველოსთან დაკავშირებით...

1810 წლის 11 მაისს სან-პეტერბურგში დაბადებულა საქართველოს მოტრფიალე კიდევ ერთი რუსი მხატვარი, ლითოგრაფი, არქიტექტორი და რუსეთის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდეტი თავადი გრიგორი გაგარინი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებაში.

1848 წელს გრიგორი გაგარინი გაიგზავნა საქართველოში - სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად - კავკასიის მეფისნაცვალ გრაფ მიხაილ ვორონცოვთან. ეს ის დრო იყო, როდესაც ვორონცოვი თბილისში, მაშინდელ ერევანსკის, ახლა კი თავისუფლების მოედანზე, ოპერის თეატრის მშენებლობას იწყებდა. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი, ხოლო შიდა დარბაზების მოხატვა დაევალა გრიგორი გაგარინს. როგორც ალ. დიუმა იხსენებს, მხატვრობა უმაღლეს დონეზე და გემოვნებით იყო შესრულებული.

1851 წელს თეატრი საზეიმოდ გაიხსნა, ხოლო 1874 წელს გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გააანადგურა თეატრიც და გაგარინის შემოქმედებაც.

გრიგორი გაგარინმა საქართველოში 6 წელი იცხოვრა და დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენაში. როგორც იცით, 1851 წელს გრიგოლ ორბელიანმა, ერთ-ერთი ნადიობის დროს, შემთხვევით აღმოაჩინა მე-11 საუკუნეში აშენებული ბეთანიის მონასტერი, ხოლო თამარის ფრესკა, რომელიც მსოფლიო საგანძურის კუთვნილებაა, სწორედ გრიგორი გაგარინის საკუთარი ხარჯებით იქნა აღდგენილი. მანვე მოხატა სიონის ეკლესიის კედლები და მისივე პროექტებით აშენდა არაერთი, მათ შორის ალაგირის ეკლესია.

იმ 6 წლის მანძილზე გრიგორი გაგარინმა შექმნა არაერთი ფერწერული ტილო, რომლებზეც ასახა იმ დროს მის მიერ დანახული თბილისის ძველი უბნები, ტრადიციები, სამოსელი და ულამაზესი ქართველი ქალები.

გრიგორი გაგარინი აქტიურად იყო ჩართული თბილისის კულტურულ ცხოვრებაში, მეგობრობდა ალ. ჭავავაძესთან, მანანა ორბელიანთან და სხვა გამოჩენილ ადამიანებთან.

1854 წელს გაგარინი კვლავ რუსეთში გაიწვიეს. ქართველმა საზოგადოებამ მას გულითადი გაცილება მოუწყო.

გრიგორი გაგარინი გარაიცვალა 1893 წელს, საფრანგეთში, საიდანაც გადმოასვენეს და კარაჩოვოში, საკუთარ მამულში დაკრძალეს.

გთავაზობთ გრიგორი გაგარინის დროინდელი დამწვარი ოპერის თეატრის ფოტოს, მის მიერ აღდგენილ თამარ მეფის ფრესკას და მის ფერწერას, გრავიურებს და ლიოგრაფიას", - წერს ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი