logo_geo
სანდრო ბრეგაძე: სამშობლო განსაცდელშია... მუხლმოდრეკილი გთხოვთ, გამოფხიზლდით...
- +

12 მაისი. 2017. 10:48




„სამშობლო განსაცდელშია. მხოლოდ ჩვენს ერთად ყოფნას შეუძლია გვიხსნას განსაცდელისგან. საბოლოოდ დადგინდა, რომ ახალი კონსტიტუციით ნებისმიერ უცხოელზე უპრობლემოდ შესაძლებელი იქნება ქართული მიწის გაყიდვა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.

 

„არსებულ მძიმე სოციალურ პირობებში ადვილი წარმოსადგენია, რომ უახლოეს ხანში ქართული მიწის მეპატრონეები არაბები, ინდუსები, ირანელები, ჩინელები და ა.შ. გახდებიან.

 

ზვიადი კატეგორიული წინააღმდეგი იყო მიწის გაყიდვის, ვერც შევარდნაძემ გაბედა მიწის გაყიდვა. დღეს სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.

 

ქართველებო! მუხლმოდრეკილი გთხოვთ, გამოფხიზლდით და არ დავუშვათ ჩვენი წინაპრების თავდადებით შენარჩუნებული ქართული მიწის გაყიდვა", - წერს სანდრო ბრეგაძე.




 

big_banner
არქივი