logo_geo
ნინო ჯღარკავა: კეთროვანივით უნდა მოიკვეთოს ეს ქალი!
- +

12 მაისი. 2017. 15:04


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი წლის წინ ,როცა ეკა კვესიტაძემ სამარცხვინო ტყუილი იკადრა და ჩემი ყალბი მიმოწერა დაამონტაჟეს და ჩემი და ბედუკაძის ვითომ მიმოწერით ციხის კადრების ისტორიის გადატრიალება სურდათ, იმ ამბებშიც, ჩემი ვარაუდით, ელისო კილაძე იყო გარეული.

 

მაშინ, თითქმის ყველა ტელევიზია იყო ჩემს მიმართ სოლიდარული და ყველამ გააშუქა პროკურატურის მიერ დადებული დასკვნა, რომ ის მიმოწერა იყო ყალბი და „ფეიკი". ორი კვირა თითქმის მთავარი თემა იყო მედიასაშუალებებში ეს ამბავი.

 

ასევე, როდესაც ელისო კილაძემ ცილი დამწამა და პირდაპირ დამაბრალა, რომ მე თითქოს ვიმყოფებოდი ირაკლი ფირცხალავას შვილის სასამართლოზე და მის შვილს მივაძახე თურმე, იტირე, იტირე, კარგია მკვლელის შვილის ცრემლების დანახვა-თქო, იმ დროს სამსახურში ვიყავი და სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება დამჭირდა. საჩივარი შევიტანე და არავის დაუკითხავს კილაძე, მაშინაც სოლიდარულები იყვნენ ჟურნალისტები და ელისო კილაძეს გასცეს საკადრისი პასუხი.

 

აი, რამდენიმე დღის წინ კი ყველა ზღვარს გადასცდა ამ ქალის სიბინძურე და ისეთი უკადრებელი იკადრა ჩემს შვილთან მიმართებაში, რომ ენაჩავარდნილია მთელი საზოგადოება. ჟურნალისტები და კოლეგები კი ხმამაღლა მაინც ვერაფერს უბედავენ ამ სიცრუის ეტალონს და კვლავ იწვევენ ტელევიზიებში! ჩემს კოლეგებს მივმართავ, თუ გეშინიათ ელისო კილაძის, ესეც აღიარეთ, თუ არა და, ხმამაღლა გაემიჯნეთ ამ სიბინძურეს! დღეიდან რომელი ტელევიზიაც და სააგენტოც ელისო კილაძის სიცრუეს ტირაჟირებას გაუკეთებს, ჩავთვლი, რომ ისინიც მისი მხარდამჭერები არიან! კეთროვანივით უნდა მოიკვეთოს ეს ქალი საზოგადოებამ! კმარა, ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი!" - წერს ნინო ჯღარკავა.




 

big_banner
არქივი