logo_geo
დათო ოქიტაშვილი: მინდა, განვუმარტო საზოგადოებას...
- +

13 მაისი. 2017. 12:03



კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს:


ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გაიჟღერა ფრაზამ, რომ საქართველოს კულტურის პალატა რის საფუძველზე, რომელი კომისიის გადაწყვეტილებით ხსნის სახელობით ვარსკვლავებს. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას, რომ

1. 2000 წლიდან, როცა გაიხსნა ქალბატონ ნინო რამიშვილის ვარსკვლავი, რეკომენდაციას იძლეოდა ქალაქ თბილისის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭო და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ახორციელებდა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური. მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციით არის გახსნილი 2005 წლამდე ყველა ვარსკვლავი. 2005 წლიდან 2013 წლამდე ვარსკვლავების გახსნის ღონისძიებას ახორციელებდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო 2013 წლიდან დღემდე საქართველოს კულტურის პალატა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეკომენდაციათა საფუძველზე.

2. მინდა, მივმართო ბატონ ნიკა რურუას, რომელიც აჟღერებს ფრაზას, თითქოს მე, დავით ოქიტაშვილი, ერთპიროვნულად ღებ ამ გადაწყვეტილებას უკანასკნელი 17 წლის მანძილზე და შევახსენო, 2010 წლიდან 2013 წლამდე, როდესაც მე აღარ ვმუშაობდი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სამინისტრო ახორციელებდა სახელობითი ვარსკვლავების გახსნას, ბატონი ნიკა რურუა იყო მინისტრი; ამ პერიოდში მინისტრი ნიკა რურუა დავით ოქიტაშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ეყრნობოდა?

3. დავით ხუჯაძემ მოიკითხა კომისიის ის გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზე იხსნებოდა 17 წლის მანძილზე ვარსკვლავები. ყველა დოკუმენტაცია ინახება წლების მიხედვით შესაბამის სახელმწიფო ორგანიზციებში და შეუძლია გამოითხოვოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე მივმართავ მას თავისივე შეკითხვით - დათო, რომელი კომისიის გადაწყვეტილებით დაიგეგმა თქვენი შპს- მიერ ჯგუფისახეს" ვარსკვლავის გახსნა?" - წერს ოქიტაშვილი.



 

big_banner
არქივი