logo_geo
ნინო ჯღარკავა: მერე უტიფრად დაწერს, მე კოლეგებს არ ვეხები, ეს ხელშეუხებელი თემააო
- +

13 მაისი. 2017. 16:00


„ეს ისე, პატარა ლუსტრაცია, ეს იმ ჟურნალისტების მცირე ჩამონათვალია, ვისაც ელისო კილაძის ტალახი არ დაჰკლებია. ეს რაც მე მახსოვს და ჩემი თვალით წამიკითხავს, თუ ვინმე გამომრჩით, მიამატეთ თქვენი თავები", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და აქვე ელისო კილაძის მიერ გაკრიტიკებული ჟურნალისტების სიას აქვეყნებს:

 

„დავიწყე: ირმა ინაშვილი, რომელსაც მთელი 2 წელი აგინებდა, დღეს მეგობარიაო, ამბობს; დარეჯან მეფარიშვილი; ინგა გრიგოლია; ნათია მიქიაშვილი; ნანა ლეჟავა; ანი მიროტაძე; ანა გოჩაშვილი; ირაკლი მანაგაძე; ილია ჩაჩიბაია; ვახო ხუზმიაშვილი; მაკა რაზმაძე (დღეს ბოდიშიც მოუხადა); ირინა დეკანოსიძე; ნინო გიორგობიანი; თეა პერტაია; ნათია მღებრიშვილი; თამარ გორთამაშვილი; ლალი მოროშკინა; სააგენტო „ინტერპრესნიუსი"; სააგენტო „აიპრესი"; დარეჯან ლიპარტელიანი; მე თავისთავად ყოვედღიურ რეჟიმში და ბოლოს, თავისი „მამობილი", ასე ამბობდა თვითონ, ნუგზარ ფოფხაძე და გიორგი მამაცაშვილი! დარჩა ვინმე? და მერე უტიფრად დაწერს, მე კოლეგებს არ ვეხები, ეს ხელშეუხებელი თემააო. აფერუმ შენს სიმართლეს, ქალო და ასეთი სიმართლით დადიხარ მთელი ცხოვრება", - წერს ნინო ჯღარკავა.




 

big_banner
არქივი