logo_geo
რუსუდან შარაძე: ჩემი ლაშა 52 წლის გახდებოდა...
- +

14 მაისი. 2017. 13:37



აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში ძმის, ლაშა შარაძის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩემი ლაშა 52 წლის გახდებოდა... გული გაქვავავებულია, ვერაფერი დავწერე... არადა, წამიც არ მჭირდება, რომ ყველაფერზე ერთიანად ავტირდე, ჩემი თავიც მივაყოლო, ვინმე ჩემიანის ტკივილიც დავაყოლო... მაგრამ მღალატობს ხოლმე ეს წამი, არ მატირებს მაშინ, როცა მინდა და მარცხვენს მაშინ, როცა სულ არაა ამის დრო... იმითიც დავიღალე, რომ თქვენც დაგღალეთ...

 

პირველი, რამაც ცხოვრებაში შოკში ჩამაგდო, ლაშას მკვლელობა იყო... ჭამა მრცხვენოდა მისი სული წინაშე... რომელიღაც დღეს, როცა ლამის გულწასული, სვეტა ნინუამ დამაპურა, როგორ ვინერვიულე - მეთქი, მე აქ ვჭამ და ის იქ წევს.... ამის მერე, ღმერთო, რა არ ვნახე, რა არ გავიგე, რას არ შევეგუე", - წერს რუსუდან შარაძე.


 

big_banner
არქივი