logo_geo
გიორგი უძილაური: სასწრაფოს, პოლიციის და სახანძროს გარდა სხვა „მიგალკიან“ მანქანებს გზას აღარ დავუთმობ!
- +

14 მაისი. 2017. 20:48



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სასწრაფოს, პოლიციის და სახანძროს გარდა სხვა „მიგალკიან" მანქანებს გზას აღარ დავუთმობ. რას იზამს „მიგალკიანი ჯიპის" მძღოლი? სასამართლოში მიჩივლებს? მიჩივლოს და ამტკიცოს თუ რატომ იყო სასწრაფო მისი გადაადგილება. დეპუტატი იქნება თუ ჩინოვნიკო, არ მაინტერესებს. არ დავუთმობ!

 

ევროპა ხომ გვინდებლარიენ? ხომ ვართ ევროპის ბევრ ქვეყანაზე მშვიდი და უსაფრთხო ქვეყანა? ხოდა ჩინოვნიკებმაც იარეთ ისე როგორც დანარჩენებმა, არავიზე მეტად თანასწორი არ ხართ.

 

P.S. ზოგჯერ სცადეთ და არ დაუთმოთ „მიგალკებიან" ტიპებს გზა, თქვენი, ჩვენი პასიურობა ააქტიურებს მათ. „მოგალკები" საზოგადოებაში უნდა იქცეს ქაჯობად. ეს იქნება ქმედება და არა მხოლოდ მოთქმა და წუწუნი", - წერს უძილაური. 


 

big_banner
არქივი