logo_geo
„ჯობია „რუსთავი 2“–მა ნაციონალების მიერ სახელმწიფო ხაზინის ქურდობებზე აკეთოს სიუჟეტები!“
- +

14 მაისი. 2017. 23:27


 

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„ახლახანს „რუსთავი 2"-ზე სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილზე სიუჟეტი გავიდა. არ მიყვარს შეკვეთილი სიუჟეტები და ასევე ვერ ვეგუები უსამართლობას! ტარიელი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია ვინც კი შემხვედრია! მხოლოდ იმ ფაქტებს გეტყვით რაც პირადად ვიცი. 2005 წელს ფოლცვაგენის მაღაზიაში მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა (ცოფით), მის ოჯახს გარდაცვლილის ხელფასი შეუნარჩუნეს... 2 წლის წინ ქართული წიგნების ჩასატანად ფერეიდანში რომ გავემგზავრე, ტარიელმა მგზავრობის ბილეთები საკუთარი ჯიბიდან ამიღო, თან საკუთარი ინიციატივით! რაც შეეხება მის მდიდრულ სახლს, სპორტის მინისტრობამდე ჰქონდა, რადგან წარმატებული ბიზნესმენი იყო... ნაციონალების წარმომადგენლებისგან განსხვავებით ხელისუფლებაში, ცალ-ცალი კალოშით არ მისულა, ასე რომ „რუსთავი 2"-მა ჯობია ნაციონალების მიერ სახელმწიფო ხაზინის ქურდობებზე აკეთოს სიუჟეტები!" - წერს თოფურია.


 

big_banner
არქივი