logo_geo
15 მაისს საქართველო კონსტანტინე გამსახურდიას იუბილეს ზეიმობს!
- +

15 მაისი. 2017. 15:48


თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1893 წლის 3 (15) მაისს საქართველო დიდი კონსტანტინე გამსახურდიას იუბილეს ზეიმობს. ამჯერად შემოგთავაზებთ ამონარიდებს კიდევ ერთი დიდი ქართველის, მერაბ კოსტავას დიდოსტატთან „გამოსათხოვარი" სიტყვიდან:

 

„...ქართველ ერს, მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებით უფსკრულისაკენ დაქანებულს, უთუოდ არ ეწერა დაღუპვა...

 

ერის სულმა კონსტანტინე გამსახურდია გრიგალთა შორის უმძაფრესის, მეოცე საუკუნის გრიგალთან საბრძოლველად მოავლინა...

 

იმთავითვე საღვთო ომი გამოუცხადა გამსახურდიამ ქართული ენის ყველა შემბილწველს, როგორც ქველი ვაჟკაცი მეუღლის ნამუსს, ისე უფრთხილდებოდა და იცავდა იგი მის სიწმინდეს... მან სძლია თვალბედით საუკუნეთა სიმრუმეს და ქართული ენა რუსთველის ეპოქის ლიტერატურულ დონეზე აღაზევა...

 

უამრავი მტერი და მოშურნე ჰყოლია კ. გამსახურდიას ცხოვრების მანძილზე: უნიჭო მწერლები, კარიერისტი სულისგამყიდველი კრიტიკოსები, უსულგული ცენზორები და რედაქტორები, უხერხემლო, გონებაწაწყმედილი კოსმოპოლიტები, ოფიციალური იდეოლოგიის რეზონიორ-დოგმატიკოსები. მათ აცოფებდათ მისი შინაგანი თავისუფლება და მოუსყიდაობა...

 

შესაქმის პირველივე თავები გვამცნობენ, რომ ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი ხატად თვისად. თუკი ადამიანი ხატია ღვთისა, მასში უმთავრესი ღირსება შესაბამისად იგია, რაც უმთავრესია ღვთაებაში. ღმერთში კი უპირველესია სიყვარული, თავისუფლება და აქტიური შემოქმედებითი უნარი...

 

„ძვირფასო ადამიანო, შენი ცხოვრების მაგალითი მომავლის იმედად გვექცა. შენთან ერთად გვწამს ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველოს უკვდავებისა. გვჯერა: ვინც გათათრებისაგან იხსნა საქართველო, იგივ დაიხსნის მას გარუსებისაგანაც!" - წერს თეა ფირცხალავა.


 

 

big_banner
არქივი