logo_geo
1914 წლის 15 მაისს ცნობილი ალპინისტი თენცინგ ნორგეი დაიბადა
- +

15 მაისი. 2017. 15:56


„1914 წლის 15 მაისს ნეპალის შერპულ რეგიონში (ქხუმბუში) დაბადებულა ჩვენი საამაყო კაცის, ჩვენი სვანი „კლდის ვეფხვის", ჩვენი მიშა ხერგიანის მეგობარი, ცნობილი ნეპალელი შერპი და ალპინისტი, „თოვლის ჯიქად" წოდებული თენცინგ ნორგეი, რომელმაც 1953 წელს პირველმა დაიპყრო ევერესტი (ჯომოლუნგმა), ედმუნდ ხილარისთან ერთად", - ამის შესახებ თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ზოგიერთ წყაროში თენცინგის დაბადების ადგილი და მისი სახელიც კი განსხვავებულად არის მითითებული, მაგრამ გირჩევთ, მაგაზე ნუ ინერვიულებთ, რადგან თავად თენცინგს სრულებით არ აღელვებდა მასეთი დეტალები...

 

საკუთარი დაბადების თარიღი თენცინგმაც მიახლოებით იცოდა და იგი დედის მიერ ამინდისა და მოსავლის აღების შესახებ მოგონებების საფუძვეზე დაადგინა, რადგან იმ დროს შერპები საერთოდ არ იყენებდნენ დამწერლობას და კალენდარს.

 

სახელად მხოლოდ თენცინგს იყენებდა, რაც „რელიგიის ბედნიერ მიმდევარს" ნიშნავს. და საერთოდ, ამბობენ, რომ არც ასაკს, არც საკუთარ სახელებს და არც მათი წაკითხვის წესს აქცევდა დიდ ყურადღებას... უბრალოდ, პოპულარობის შემდეგ, იძულებული გახდა, საბანკო და საფინანსო „წესები" დაეცვა და გვარიც „მოეძებნა". ასე გადაიქცა იგი თენცინგ ნორგეიდ.

 

72 წლის თენცინგ ნორგეი გარდაიცვალა 1986 წელს, ინდოეთში. გარდაცვალების მიზეზად დასახელდა ტვინში სისხლის ჩაქცევა", - წერს თეა ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი