logo_geo
1848 წლის 15 მაისს რუსი ფერმწერი ვიქტორ ვასნეცოვი დაიბადა
- +

15 მაისი. 2017. 16:20


თეა ფირცხალავა რუსი ფერმწერისა და არქიტექტორის ვიქტორ ვასნეცოვის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1848 წლის 15 მაისს დაბადებულა უდიდესი რუსი ფერმწერი და არქიტექტორი ვიქტორ ვასნეცოვი. ჩვენთვის ყველაზე ცნობილი მაინც მისი „ალიონუშკა", „გოლიათები" და „მეფე ივანე მრისხანეა", რომლებიც ტრეტიაკოვის გალერეაშია დაცული, თუმცა...

 

ვასნეცოვის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეკავა რელიგურ თემატიკას, რადგან მას სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული. მისი მოხატულია კიევის ვლადიმირის ტაძარი, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, სოფიის ალექსანდრე ნეველის ტაძარი და სხვა მრავალი ტაძარი რუსეთში.

 

საინტერესოა ასევე ვასნეცოვის ნახატი „სირინოზი და ალკონოსტი" - ძირითადად შავი და თეთრი ფერებით ასახული უბედურებისა და ბედნიერების სიმბოლო. გადმოცემის თანახმად, ეს ორი ფრინველი ფერიცვალების ჟამს მიფრინდებოდა ხოლმე ბაღში. იქ სირინოზი წარმავალ ზაფხულს მისტიროდა, ხოლო ალკონოსტი ირგვლივ მდგარი ხეების ნაყოფს მაგიურ, სამკურნალო თვისებებს სძენდა.

 

79 წლის ვიქტორ ვასნეცოვი გარდაიცვალა 1926 წელს", - წერს თეა ფირცხალავა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი