logo_geo
1874 წლის 21 მაისს ქართველი დრამატურგი შალვა დადიანი დაიბადა
- +

21 მაისი. 2017. 20:34


 

 

„1874 წლის 21 მაისს ზესტაფონში დაბადებულა ცნობილი ქართველი შემომქმედი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელოვანი მწერალი და დრამატურგი შალვა დადიანი, რომელიც ქართული კომედიური დრამატურგიის ფუძემდებლად ითვლება", - ამის შესახებ თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში წერს.


„იგი დაიბადა ოჯახში, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ მამის მეგობრები, მათ შორის დიდი ილია და აკაკი. სწორედ ილია ჭავჭავაძემ დაბეჭდა შალვა დადიანის პირველი მოთხრობები „ივერიაში". იმავე წლებში დაიწყო შალვა დადიანის თეატრალური და მთარგმნელობითი მოღვაწეობა. მან თარგმნა შილერის, ბაირონის, შექსპირის და სხვა მწერლების ნაწარმოებები. ცნობილია შალვა დადიანის სცენარებით გადაღებული ფილმები „არსენა ჯორჯიაშვილი", სურამის ციხე" და სხვა, რომლებშიც თავადაც მონაწილეობდა.

 

მინდა, ხაზგასმით გამოვყო შალვა დადიანის ისტორიული რომანი „გიორგი რუსი" (თავდაპირველად „უიღბლო რუსი"), რომელშიც მწერალი აღწერს თამარ მეფის ეპოქას და მის პირველ მეუღლეს და იმ დროს ნოვგოროდის მთავარს იური ბოგოლუბსკის. სხვას რას ეცდებოდა იურა, თუ არა თამარის ტახტიდან ჩამოგდებას?! რასაკვირველია, მისი მცდელობა მარცხით დასრულდა და იურას კოვზი მდინარე ვოლხოვში ჩაუვარდა, რის შემდეგაც მოღალატე რუსი საქართველოდან იქნა გაძევებული. ასევე გამოვყოფდი რომანს „გვირგვლიანების ოჯახი", რომლის თემატიკა, გარკვეულწილად, დღესაც აქტუალურია. მწერალი აღწერს იმ ეპოქაში არსებულ სოციალურ უსამართლობას და „გამძღარი" მაღალჩინოსნებისა და ტიტულოვანი „გაზულუქებულების" ეკონომიკურ და სულიერ დეგრადაციას.

 

85 წლის შალვა დადიანი გარდაიცვალა 1959 წელს, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში", - წერს თეა ფირცხალავა.


 

big_banner
არქივი