logo_geo
ნინო ჯღარკავა ირაკლი ღარიბაშვილს: ეს რისთვის გაგიძლია!
- +

24 მაისი. 2017. 14:33



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეჰ, ირაკლი, ვინც კაცად აქციე, ყველამ ზურგში ხანჯალი ჩაგცა, ვისაც იცავდი და ვის წესიერებაში ეჭვი არ გეპარებოდა, ყველა სახელმწიფოს მტერ კილაძესთან გარბოდა ძმები ჩხენკელების მეთაურობით და შენ გითხრიდა საფლავს! მაგრამ უფალი მოწყალეა, სიმართლე გვიან, მაგრამ მაინც გამოიფინა! ეს რისთვის გაგიძლია! მე ორი წლის წინ ხმამაღლა ვთქვი, მარტო რომ დავრჩე დედამიწაზე, შენი ერთგული ვიქნები მუდამ-თქო და ასეა დღემდე და ასე იქნება, სანამ პირში სული მიდგას! შენს გვერდით კი დღეს მართლაც უამრავი ადამიანია, ვისაც გუშინ მტრად გიხატავდნენ „ერთგულები" და ყველაფერს ფარდა აეხადა! შენ ხარ ყველაზე წესიერი, პატრიოტი და სუფთა ადამიანი ამ ბინძურ პოლიტიკაში! შენი სიტყვა ჯერ შენ არ გითქვამს! მოვა ამის დროც!" - წერს ნინო ჯღარკავა.


 

 

 

big_banner
არქივი