ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„ეკვილიბრიუმი-ს დროით დღეს ბოლნისის სოფლების საათებია. ჩვენი საგანმათლებლო პროექტი ქვეყანაში უმთავრეს მოძრაობად იქცა და უკვე უამრავი მხარდამჭერი და ქვერი გვყავს. მოძრაობის ერთი ნაწილი ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში ქართული ბიბლიოთეკების გახსნაა, დღეს ეს თბილისის სკოლა XXI საუკუნის დახმარებით მოვახერხეთ. ჩვენი სურვილია ამ ორი სოფლის სკოლის შესანიშნავმა მოსწავლეებმა უფრო უკეთ ისწავლონ ქართული. მომავალი ჩვენია" , - წერს გიორგი კეკელიძე.