logo_geo
გიორგი უძილაური: საქართველოს მოსახლეობის 67% ბანკის მძევალია
- +

25 მაისი. 2017. 11:15



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„საქართველოს მოსახლეობის 67% ბანკის მძევალია. მძევალია და არა მოვალე, იმიტომ რომ ასეთი შემოსავლების მქონე ქვეყანაში ასეთი საპროცენტო განაკვეთები არის კაბალური. ვისი ბრალია? ყველასი! ბანკების, რომლებსაც დღევანდელი მაღალი მოგება ურჩევნიათ კლიენტურის ხვალინდელ მოძლიერებასა და მეტ კრედიტებს, მოქალაქეები, რომლებიც ხშირად რეალისტურად ვერ ხედავენ საკუთარ გადახდისუუნარობას, და, რა თქმა უნდა სახელმწიფო, რომელიც არ ცდილობს ამ პრობლემის დარეგულირებას", - წერს უძილაური.

 

ეკონომიკის ექსპერტის მიხეილ დუნდუას ინფორმაციით, ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.


 

big_banner
არქივი