logo_geo
ოთარ აბესაძე: კარგი ამბავი!
- +

29 ნოემბერი. 2016. 19:33


 

„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში სტატუსს და პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვეყნებს:

 

„კარგი ამბავი!

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი!

 

2016 წელს განახლებული მთავრობის სხდომაზე მიღებული და გადაწყვეტილი საკითხები:

 

• მცირდება ადმინისტრაციულ ხარჯები და ბიუროკრატიულ აპარატი

 

• 10%-ით მცირდება შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები;

 

• იზრდება აქციზი თამბაქოს ნაწარმზე (0.60 თეთრი)

 

• მკაცრდება კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევასთან დაკავშირებით

 

• იზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი

 

• 60-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, ელექტრომანქანების იმპორტი კი საერთოდ არ იბეგრება.

 

• ეროვნულ ბანკთან ერთად შემუშავდა ლარიზაციის გეგმა

 

• 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებსა და ყველა ცვლადი განაკვეთის სესხებისთვის ეროვნული ბანკი აუქმებს წინასწარ დაფარვის საკომისიოს.

 

• მოსახლეობას საშუალება ექნებათ 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხები გადაალარონ არსებულ კურს - 20 პუნქტით (მაგ. 2.5 კურსის შემთხვევასი გადალარდება 2.3 კურსით)

 

• იკრძალება ახალი სესხების აღება დოლარში

 

• ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვისას კომპანიებმა ფასი უნდა გამოაცხადონ ლარში (მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერ სხვა ვალუტით)

 

• იკრძალება ონლაინ სესხები",- წერს აბესაძე. 


 

big_banner
არქივი