logo_geo
მაია კახიძე: ხვალიდან სტამბას „ესტუმრება“ ჩემი ახალი წიგნი - „თბილისელი ქალის ჩანაწერები“...
- +

27 მაისი. 2017. 03:38


 

„დღეს დავასრულე და ხვალიდან სტამბას „ესტუმრება" ჩემი ახალი წიგნი - „თბილისელი ქალის ჩანაწერები", რომელშიც ჩემი მოგონებები, ჩანახატები და ნოველები შევიდა", - ამის შესახებ ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს.


„მართალია, დიდი გარჯა დამჭირდა დასაწერად და გამოსაცემად, მით უფრო (ახლაც შეიძლება მეგობრული დახმარება), მაგრამ ეს ისეთი სასიამოვნო დაღლილობაა, მართლა ვერ გადმოვცემ ორი სიტყვით... ჰოდა, ზუსტად 9 ივნისს, დიდი სიყვარულით წარვუდგენ ახალ, თითქმის 300 გვერდიან წიგნს ჩემს საყვარელ მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს და ჩემს მთავარ მსაჯულს, ჩემს თბილისს!

 

დღეს მხოლოდ გარეკანის და უკანა ყდის დიზაინი შემიძლია შემოგთავაზოთ. ახლა ცოტას დავისვენებ და დავიწყებ პრეზენტაციისთვის მზადებას! დროებით, ჩემო ძვირფასებო!

 

სულ კარგი ამბები გვეხარებინოს ერთმანეთისთვის!" - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი