logo_geo
გრიგოლ ჩიგოგიძე: კარგი ამბავი გავიგე...
- +

16 ნოემბერი. 2016. 11:52


„დღეს კარგი ამბავი გავიგე. ბათუმში „რვაფეხას" ქანდაკებას აღადგენენ. მერე, იმედია, „ქეთო და კოტეს" ქანდაკებასაც მიხედავენ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „პიონერფილმის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე წერს.


ცნობისთვის, ბათუმში, კაფე „ფანტაზიას", იგივე „რვაფეხას" რესტავრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.


განცხადება ამის თაობაზე აჭარის ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გააკეთეს.


მათი ინფორმაციით, „რვაფეხას" რესტავრაციაზე მოლაპარაკებები ფონდ „ქართუსთან" მიმდინარეობს და გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია. ამ ეტაპზე რესტავრაციის ღირებულების ან ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.


„რვაფეხა", იგივე კაფე „ფანტაზია" ბათუმში 1980 წლიდან მუშაობდა, იგი წლების განმავლობაში ბათუმის სავიზიტო ბარათი იყო. 90-იანი წლების შემდეგ, შენობა მიტოვებული იყო და მისი დიდი ნაწილი დაზიანდა. მისი შენარჩუნებისთვის, ბათუმელებმა არაერთი აქცია გაიმართეს მოთხოვნით, მომხდარიყო შენობის რეაბილიტაცია.

 

big_banner
არქივი