logo_geo
გიორგი მუხიგულაშვილი: აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფინანსებდა ალიევის ფარული ოპოზიცია
- +

2 ივნისი. 2017. 17:57



უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:


„მოკლედ, რა ხდება, უცებ მოვყვები:

 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფინანსებდა ალიევის ფარული ოპოზიცია და მწვანე ზოლზე მართლაც მოხდა შეხვედრა ერთ-ერთ ოპოზიციონერსა და ჟურნალისტს შორის, ოღონდ ნებით და არა იძულებით.

 

რა დროსაც აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა მოახდინა მათი დაკავება, ვინაიდან ამ ორთაგან ერთი იმყოფებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კანონიერად და მუხთარლი იმყოფებოდა უკანონოდ. მოხდა მხოლოდ ჟურნალისტის დაკავება, რასაც მოჰყვა ერთგვარი ჟურნალისტური პროვოკაცია და ამის საფუძველზე აიგო ის დიდი ტყუილი, რაც ახლა ტრიალებს პროვოკაციის სახით.

 

ზუსტად იმ ფარული ოპოზიციონერის გადაცემული 10000 ევრო აღმოაჩნდა მას ჩხრეკისას.

 

ასე რომ, ნუ პროვოკატორობთ, თქვე უჯიშოებო, დაანებეთ ძალოვნების დისკრედიტაციას თავი.

 

მოიტაცეს და 10 000 ევრო ჩაუდეს არა, კვახი.

 

მადლობა უთხარით პირიქით ქართველ ძალოვნებს, ყველაფერს რომ არ ლაპარაკობენ, რასაც ეგ აზერი აკეთებდა. თორემ, სირცხვილით ვერ გამოჰყოფთ თავს, მაგას რომ იცავთ.

 

ყველა გავლენიანი აზერბაიჯანული მედია მაგას იძახის, რომ ეგ ტიპი არის ჟურნალისტიკას ამოფარებული შანტაჟიორი და ფარულად ახდენდა გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გარიგებებს და ებრძოდა ალიევს.

 

ერთ-ერთი გარიგების ფაქტზე მოხდა მისი დაკავება.

 

დღეს აზერბაიჯანის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, ჟურნალისტზე ზეწოლა არ მომხდარა და მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, სადაც წერია, რომ არანაირი სხეულის დაზიანება არ აღენიშნება ჟურნალისტს (ექსპერტიზას დაეთანხმა აღნიშნული პირი, რაც მისი ხელმოწერით დასტურდება)", - წერს მუხიგულაშვილი.





 

big_banner
არქივი