„ქუჩაში გაცილებით ბრძენი ხალხი ცხოვრობს", - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.
„როგორც ადრე მოგახსენეთ, ქუჩაში გაცილებით ბრძენი ხალხი ცხოვრობს. საშა მოხუცი მეეზოვეა, ყოფილი ისტორიის მასწავლებელი და ვეუბნები, იმ დღეს რა წვიმა იყო, მეორედ მოსვლა მეგონა-თქო და რა მითხრა:
„მეორედ მოსვლა თუ იქნება, ღმერთი საქართველოში ნაღდი არ დაიბადება, ჯერ ვერანაირი ხილვა და მოჩვენება ვერ დააჯერებს გოგოს დედ-მამას, რომ სულიწმინდა თავისით ჩაესახა მუცელში, ეს უტვინოები დაეტაკებიან ამ გოგოს, გახეთქავენ ცემაში, მოაშლევინებენ მუცელს, ჩუმად გაათხოვებენ ისეთ ვიღაცაზე, რომ შეხედავ, ეგრევე იფიქრებ, რომ ეგ ქრისტეს მამა პროსტა ვერ იქნება და ასე ჩაიშლება ღმერთის დაბადების ამბავი".
მერე განათებულ კორპუსებს გახედა, დაფიქრდა და - „რა იცი, რამდენჯერ ჩაშალეს ეს ამბავი ამ ჩემისებმა", - წერს სინჯიკაშვილი.