logo_geo
ნინო ლაბარტყავა: პირველად ვწერ ასე გულწრფელად და იმედია, გაიგებთ...
- +

3 ივნისი. 2017. 23:51



ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მოკლედ ამას ახლა პირველად ვწერ ასე გულწრფელად და იმედია, გაიგებთ ისე, როგორც ვწერ.

 

მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ არ ვარ მრევლი. არ მყავს და არ მყოლია არასდროს მოძღვარი, არ ჩამიბარებია აღსარება არასდროს და ალბათ, მორწმუნეების „შეფასების კრიტერიუმებით", ერთ-ერთი ყველაზე „არასწორი" მორწმუნე ვარ.

 

რაღაცები არ მომწონს, რაც დედაეკლესიაში და საპატრიარქოში ხდება, მაგრამ ბევრი რაღაც - მომწონს!

 

რაც არ მომწონს, იმას ვწერ და რაც მომწონს - იმასაც!

 

არ განვსჯი ეკლესიაში არავის - ვინ ჩემი ფეხები ვარ, რომ განვსაჯო?

 

მაგრამ ვამბობ იმას, რაც მტკივა და რაც მაწუხებს!

 

მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მორწმუნე (ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით) და არ დავდივარ ყოველდღე ტაძარში სალოცავად, არავის მივცემ უფლებას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს რწმენას შეურაცხყოფა მიაყენოს რაიმე ფორმით!

 

ყოველთვის დავიცავ ბოლომდე იმას, რისიც მწამს - მიუხედავად იმისა, რომ მეც კაი ცოდვილი ვარ, ისევე, როგორც ყველა!

 

მე თუ ვწერ რამე კრიტიკულს რომელიმე მამაოზე, ეკლესიაში მომხდარ ცუდ ამბავზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვებრძვი თავად ეკლესიას და სარწმუნოებას!

 

არა, ბატონო, პირიქით - ვწერ იმიტომ, რომ მტკივა! და ვწერ იმიტომ, რომ იქნებ რაღაც ეშველოს იმ კონკრეტულ პრობლემას და ამბავს, რა ინფორმაციებიც მე მაქვს ხოლმე!

 

ჩემს წინა პოსტს ბევრი განხილვა მოჰყვა კომენტარებშიც და პირად მიმოწერებშიც - ბევრმა ვერ გაიგეთ, რატომ დავწერე, რა მიზნით და რატომ შევწუხდი...

 

ხოდა, გიხსნით: როცა რაღაც ცუდი ხდება, კი არ უნდა გავატაროთ, უნდა ვისაუბროთ! კი არ უნდა გავჩუმდეთ, ხმა უნდა ამოვიღოთ, რომ რაღაცნაირად მოგვარდეს და გამოსწორდეს!

 

ვამბობ: მე ვცხოვრობ ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებით, არ ვუკითხავ არავის მორალს, არ მაცვია კოჭებამდე კაბები, მაქვს პირადი ცხოვრება, ვაკეთებ იმას, რასაც მინდა და როცა მინდა და ჩემი პოზიცია ასეთია: არ ვიყო ბოროტი, არავის დავუშავო რამე, არავის ვავნო, ვიყო სამართლიანი და არ ვიყო ქედმაღალი!

 

ასეთი „არამორწმუნე" ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ ეს სულაც არ მართმევს იმის უფლებას, რომ ეკლესია და ჩემი სარწმუნოება არ დავიცვა - დავიცავ ყველგან და ყოველთვის, აუცილებლად! ჩემი ცოდვებისთვის კი ზემოთ მომეკითხება, თუ რამეა.

 

ამიტომ დაწყნარდით და დამშვიდდით!

 

ნახვამდის", - წერს ნინო ლაბარტყავა.




 

big_banner
არქივი