logo_geo
ოთარ ჩრდილელი: 26 მაისს რატომ არ გააკეთეთ მოწამვლის იმიტაცია - პერფორმანსი?!
- +

7 ივნისი. 2017. 02:44



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას და მისი სტუმრების მიერ სოლიდარობის ნიშნად თავზე ჩამოცმულ შავ ტომრებს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება:


„26 მაისს - რატომ არ გააკეთეთ მოწამვლის იმიტაცია - პერფორმანსი?!  7 ნოემბერს - ხელკეტი რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე - პერფორმანსის სახით მაინც?! სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძესავით, რატომ არ დაირტყი სტუდიაში დაბალი ძაბვა მაინც -პერფორმანსის სახით?!

 

შერჩევითი „ჭურნალისტიკა" არ გაიშვა, ხელისუფლებას უნდა ჯანსაღი კრიტიკა და არა ყალბი პათოსით გაჟღერებული, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ნაცურ-მომაბეზრებელი, იაფფასიანი ტაკიმასხარაობა...

 

გულდასაწყვეტია, თუ ვინმე თქვენზე სწორებას აკეთებს, როგორც ჟურნალისტებზე. თქვენნაირებზე, მაო ამბობდა: „როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე - მაიმუნი ხდება", - წერს ოთარ ჩრდილელი.


 

big_banner
არქივი