logo_geo
თეა ფირცხალავა: თომას მანი საოცრად შრომისუნარიანი მწერალი იყო და...
- +

7 ივნისი. 2017. 01:53



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1875 წლის 6 ივნისს შეძლებული ლიუბეკელი ვაჭრის ოჯახში დაიბადა უდიდესი გერმანელი ნობელიანტი მწერალი თომას მანი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო რომანისთვის „ბუდდენბროკები" (1929).

 

თომას მანი საოცრად შრომისუნარიანი მწერალი იყო და უამრავი გახმაურებული რომანი დაწერა, მ/შ „ჯადოსნური მთა", „ლოტტა ვეიმარში" და „დოქტორი ფაუსტუსი". განსაკუთრებით გამოვყოფდი ტეტრალოგიას „იოსები და მისი ძმები", რომელიც ბიბლიური იოსების ისტორიის ერთგვარი, თომასმანისეული ინტერპრეტაციაა.

 

თომას მანის მეუღლე იყო კატია პრინგსჰაიმი, ებრაელი პროფესორის ქალიშვილი. მათ 6 შვილი შეეძინათ. მწერალი ყველას, მათ შორის შვილებსაც, უმალავდა კატიას ებრაულ წარმომავლობას.

 

1933 წელს თომას მანი და მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი ციურიხში გადასახლდა. მალე მწერალს გერმანიის მოქალაქეობა ჩამოართვეს და იგი აშშ-ში გადავიდა.

 

1941 - 1945 წლებში თომას მანი რეგულარულად მიმართავდა გერმანელ ერს რადიო ეთერიდან. ცნობილია მისი საშობაო ანტიფაშისტური მიმართვა გერმანელი ერისადმი: „იხსენით თქვენი სულები და უარი თქვით ტირანებისადმი მორჩილებაზე". თომას მანი დარწმუნებული იყო, რომ ჰიტლერი ომში დამარცხდებოდა, არა სამხედრო მიზეზებით, არამედ მორალიდან გამომდინარე.

 

1945 წელს გაკეთებულ ბოლო მიმართვაში თომას მანმა განაცხადა:

 

„რა მწარეა, როდესაც მსოფლიო ზეიმობს გამარჯვებას, რომელიც საკუთარი სამშობლოს მარცხისა და დამცირების ფასად იქნა მოპოვებული".

 

1952 წელს თომას მანი კვლავ შვეიცარიაში გადავიდა და დარჩენილი წლები ყველაზე დიდ დაავადებასთან - ნაციზმთან ბრძოლას შეალია, რომელმაც მისი საყვარელი გერმანია მძიმედ დაასნებოვნა. თავის დროზე მან დატოვა სამშობლო, რათა მისი ინტერესები ოკეანის გადაღმა დაეცვა. საწადელს მიაღწია, თუმცა სამშობლოდან განდევნის ფასად.

 

თომას მანი გარდაიცვალა 1955 წელს, ციურიხის საავადმყოფოში, მუცლის აორტის განშრევადობის შედეგად", - წერს ფირცხალავა. 


 

big_banner
არქივი