logo_geo
ირაკლი შონია: ნუგზარ ლეჟავას მკვლელობის თვითმხილველი აღმოვჩნდი
- +

30 ნოემბერი. 2016. 19:58



ჟურნალისტი ირაკლი შონია facebook-სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს:  


„სოსო ალავიძის და თემურ მღებრიშვილის ომონისგან მოკლული მომიტინგე ნუგზარ ლეჟავა. კოსტავას ეზოში 17 დეკემბერს (1998წ) მიტინგის დარბევის დროს, სადაც მეც სასტიკად დამაშავეს ხელკეტებით და ელექტროშოკებით. ვინაიდან თვითმხილველი აღმოვჩნდი ლეჟავას მკვლელობის და ბრიფინგზე განვაცხადე,უნივერსიტეტში აღარ მიშვებდნენ. გამოცდებზე, სამჯერ მიმიყვანეს პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაში, ორჯერ შემოიჭრნენ სახლში,მაგრამ მე ჩემი ჩვენება არ შევცვალე,მიუხედავად უამრავი მუქარისა და თავდასხმისა...",- წერს შონია.



 

big_banner
არქივი