logo_geo
მეგი გოცირიძე თეა თუთბერიძეს: დედამიწას მხოლოდ სააკაშვილის გარშემო რომ არ ეტრიალა, პროფესორად ვინ გაქცევდა, შვილო?!
- +

7 ივნისი. 2017. 18:06



„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მეგი გოცირიძე „თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" ყოფილი ხელმძღვანელის თეა თუთბერიძის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინმე თეა თუთბერიძე: დედამიწა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გარშემო არ ტრიალებს, ჩემს გარშემოც ტრიალებს!


დედამიწას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გარშემო რომ არ ეტრიალა, შენ პროფესორად ვინ გაქცევდა, შვილო, ან ვინ მოგცემდა იმის უფლებას, ტელევიზიებში საკუთარი ტუტუცური აზრები გეფრქვია და ყველა შენი გამოსვლის შემდეგ მიშას რეიტინგი დაგეზარალებინა, ნეტავ, მართლა არ ეტრიალა დედამიწას მიშას გარშემო და შენნაირი ტუტუცებისთვის არ მიეცა გასაქანი, როცა უამრავი ღირსეულია გადახვეწილი და პურის ფული კი არა, გზის ფული არ აქვთ, რომ საკუთარი მშობლების დაკრძალვაზე ჩამოვიდნენ მაშინ, როცა შენნაირებს მსოფლიოს ამოდების საშუალება და გასაქანი მისცა. ეჰ, მიშა, შენ ვერასოდეს ისწავლი იმას, რომ ბალასტი აქა­იქ კი არ უნდა ათრიო, უნდა მოიშორო და მოიკვეთო სამუდამოდ, რადგან შენი თავი მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის და მგონი, მართლაც ისე მიდის მსოფლიო პოლიტიკა, რომ შენს გარშემო ტრიალებს დედამიწა, ვალდებული ხარ, შენს ადამიანურ და მეგობრულ სისუსტეებს სძლიო და როგორც კი ეჭვი გაგიჩნდება შენს ირგვლივ მყოფებზე ან ერთგული ადამიანები მიგანიშნებენ მათ მავნებლობებზე, მოიშორო უკუნისამდე!" ­ წერს მეგი გოცირიძე.


 

 

 

big_banner
არქივი